15/12/2021
11:55
სამართალი
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული ცხრა კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2017-2019 წლებში, ზემოაღნიშნულ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 9 996 280 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახეობის ჯართის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა გზითაც მისსავე მართვის ქვეშ მყოფ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა ჯამში 330 615 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივი, რომლის ნაწილს, 184 748 ლარის ოდენობის თანხას დაეუფლა თაღლითურად, ხოლო 145 867 ლარი გამოიყენა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიების პროცესში, ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ამოღების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულის სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
0
0
TasteAtlas შოთის პურის შესახებ წერს
01/11/2024