სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ვერ გაყიდა
15/02/2023
14:23
ეკონომიკა
A-
+A
სახელმწიფომ აუქციონზე გამოყვანილი 13 ღორიდან 11 ღორი ვერ გაყიდა. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე დღეს 13 ერთეული კახური ჯიშის ღორი ჰყავდა გამოყვანილი, საიდანაც 2 ღორზე ინტერესი დაფიქსირდა და შესაბამისად გასხვისდა.
აუქციონზე 13-ვე ღორი ( საკერატე ბურვაკი, სანეზვე ბურვაკი, ნეზვი) ცალ-ცალკე ლოტად იყო გამოყვანილი და მათი ღირებულება 165-დან იწყებოდა და 850 ლარამდე იყო . რეალურად ვაჭრობა ისე დასრულდა, რომ მხოლოდ ორი კახური ჯიშის სანეზვე ბურვაკი გაიყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, პოტენციურ მყიდველს აღნიშნული კახური ჯიშის ღორების წინასწარ ნახვა მეღორეობის ფერმაში გამოცხადებული კარანტინის გამო, არ შეეძლო, წერს commersant.ge.
0
0
540
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%