13/04/2022
12:12
პოლიტიკა
სახელწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტრადიციულად მაღალი სტანდარტების მიხედვით არის ჩამოყალიბებული. ამდენად, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ ის არ ტოვებს სივრცეს რაიმე მანიპულაციებისა და მცდარი ინტერპრეტაციებისთვის. ამიტომ, ნურავინ ეცდება, რომ ფაქტების შელამაზების ან მთელი სიმართლის ართქმის გზით დამახინჯებულად წარმოადგინოს ანგარიშის არცთუ უმნიშვნელო დეტალები, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება სრულად ინფორმირებული არ არის.
„ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვიხილეთ ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან აგრესიული მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ მაგალითად ანგარიშში ნათქვამი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. საზოგადოება, როგორც ყოველთვის, არ წამოეგო რადიკალური ოპოზიციის და პარტიულ მედიასაშუალებათა ამ უსუსურ ინსინუაციებს და არ მოტყუვდა ამ პრიმიტიული ფოკუსებით. ამას მოწმობს, მათ შორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა რეაქციებიც.
ანგარიშში არაფერია ისეთი ნათქვამი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოება არ არის სრულად ინფორმირებული და რაც არ არის ფართოდ დისკუსირებულიც საზოგადოების მიერ, ერთმნიშვნელოვნად შეფასებულიც და პოლიტიკური და სამართლებრივი დასკვნებიც გამოტანილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
0
0