13/04/2022
16:19
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არც ერთი დასკვნითი დებულება არ არის სააკაშვილთან დაკავშირებით და ტყუილია ის, რომ მთელი ანგარიში ან თუნდაც, ანგარიშის დიდი ნაწილი სააკაშვილს ეთმობა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მან ასევე გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ამ ანგარიშის საფუძველზე სააკაშვილის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანა მოხდეს.
„სინამდვილეში სააკაშვილთან დაკავშირებით არის მოცემული სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილის მიმოხილვა და საუბარია ბრალდებებზე, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმოდა. თუმცა, მთავარი არის და სიმართლე არის ის, რომ სააკაშვილს აქვს გაგზავნილი სარჩელი სტრასბურგში და სტრასბურგმა რაც წინასწარი გადაწყვეტილება მიიღო, ეს საზოგადოებამ დაინახა. ანგარიშში არ არის მოწოდებული და რა თქმა უნდა, ანგარიშის შედეგად არც მოხდება საზღვარგარეთ გადაყვანა თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღება. ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა და პენიტენციურმა სამსახურმა ცხადად თქვა, რომ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსამხურების მიწოდებას საქართველოში,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
0
0