26/01/2022
13:41
პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო წუხს.
„მოვინახულე, ასე რომ ვთქვათ, რაც დღეს გავაკეთე, ამას ჰქვია პატიმრის მონახულება, მოვინახულე უბრალოდ, იმიტომ, რომ სახარებაში პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრის მონახულება ეს არის შვიდი ხორციელი მოწყალების საქმიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა, რადგან შემიძლია მივიდე, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და მოვინახულო, ამიტომ, ეს არის ჩემი ვალდებულება და ვაკეთებ ამას.
დღეს ამჯერად რაც გავაკეთე, იყო ჩვეულებრივი, რიგითი მონახულება, შევხვდით, ვისაუბრეთ ბევრ სხვადასხვა საკითხზე. ჩემი განცხადება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო არ არის, არ მაქვს არანაირი რესურსი რეალური შეფასება გავაკეთო სამედიცინო თვალსაზრისით. მომაჩვენა რომ უფრო დამშვიდებული სახე ჰქონდა, ვიდრე წინა შეხვედრის დროს.
ჩემი საუბარი მასთან პოლიტიკური შინაარსის არ არის, თუმცა ყველაფერზე ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც ძალიან წუხს არის, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს“, - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
0
0