
ექსპერტი გია ხუხაშვილი, ოპოზიციური პარტიების მიერ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით განცხადებებს ეხმაურება.
„ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება აგრძელებს ომის თემით სპეკულირებას, რაც უბრალოდ სიცრუეა, რადგან რუსეთს თავად აქვს სავიზო რეჟიმი დაწესებული და „სარკისებრი“ პრინციპის გამოყენება ვერ გახდება რუსეთის „გაბრაზების” ფორმალური მიზეზი.
გაუგებარია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის „ინტელექტუალური“ არაკომპეტენტურობა სავიზო რეჟიმის დაწესების „უაზრობასთან“ დაკავშირებით.
სავიზო რეჟიმი პრობლემის მოგვარებისთვის არის არასაკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობა.
უნდა დაიწყო ამით და შემდეგ ამ ბაზაზე მოაწესრიგო სხვა საკითხები, როგორიცაა ბინადრობა, ბიზნესაქტივობა, ფინანსების მართვა და ა.შ“, - წერს გია ხუხაშვილი.
0
0