
სავარაუდოდ ნიკა მელიას პარტიიდან ოფიციალურად არ გავრიცხავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ნიკა მელია გადაწყვეტს ცალკე გასვლას, პირველ რიგში ეს მისი გადაწყვეტილება იქნება
„ლევან ხაბეიშვილმაც განაცხადა, რომ ნიკა მელია არ არის პარტიიდან ოფიციალურად გარიცხული. დიდი ალბათობით ჩვენ ამას ოფიციალურად არ გავაკეთებთ. თუ ის გადაწყვეტს ცალკე გასვლას, პირველ რიგში ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ასეთი რეჟიმის გაგრძელების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები,“,- აღნიშნა ხაჯიშვილმა.
„ნაცმოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის - პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას და მის ფლანგს ემუქრება. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მელია პარტიიდან გარიცხულია და ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ წარმოადგენს, თუმცა ოპოზიციურ პარტიაში მოგვიანებით განმარტეს , რომ ეს განცხადება მედიას პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაეგო.
0
0