
სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, მას აინტერესებს, მივლენ თუ არა ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ის ადამიანები, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმში პირდაპირ, თუ ირიბად იღებდნენ მონაწილეობას.
"ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ 9 მაისს ანტისამთავრობო მიტინგი ჩაატარა, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, ევროპის დღე არ იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს.
მე ერთი რამე მაინტერესებს: ვიხილავთ, თუ არა ამ თავყრილობაზე 4 ოქტომბრის მონაწილეებს, ხელისუფლების დამხობის თანაორგანიზატორებს პოლიტიკური თვალსაზრისით. გამოჩნდება, თუა რა ის ხალხიც, ვინც გვემუქრებოდა ნეპალით, ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს ამ ღონისძიებაზე? მაინტერესებს, 26 მაისს რომ აქვთ დაანონსებული კიდევ ერთი 4 ოქტომბერი, ის ხალხი თუ იქნება ამ წვეულებაზე და შეკრებაზე და ჩამოართმევენ თუ არა მათ ხელს. ეს ბევრ რამეს აჩვენებს ხალხს, სინამდვილეში ვინ დგას საქართველოში სიძულვილის, ძალადობის, დაპირისპირებისა და რადიკალიზმის უკან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0