
სავარაუდოდ 15 დეკემბერს, ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, გვინდა გავმართოთ საერთო, ხალხის ეროვნული გამარჯვების ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვქონდა საბოლოო მსჯელობა, პარლამენტთანაც გვქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმის მიხედვით თუ, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14-ში ან 15-ში, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15 დეკემბერს მოხდება ეს. გვინდა გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიული გამარჯვება, ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მუშაობის შედეგი“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
0
0