15/12/2023
23:41
მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ყოფილ ხელმძღვანელს როდრიგო რატოს გადასახადებისათვის თავის არიდების საქმეზე ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პროკურორი რატოსთვის 61-დან 83 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. მას ბრალი ედება საგადასახადო უწყებების წინააღმდეგ დანაშაულის 11 ეპიზოდზე, კერძოდ - უკანონო თანხების ესპანეთში გადარიცხვის ფაქტებზე. გამოძიების მტკიცებით, როდრიგო რატომ ესპანეთში 8,6 მილიონი ევრო დამალა, რომელთა შესახებაც საგადასახადო ორგანოებს არ შეატყობინა.
IMF-ის ყოფილ ხელმძღვანელს ასევე ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში ედება. როდრიგო რატო არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე როდრიგო რატომ 2-წლიანი სასჯელი მოიხადა ესპანური ბანკის, Bankia-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე სახსრების მითვისების გამო.
როდრიგო რატო IMF-ის ხელმძღვანელის თანამდებობას 2004-2007 წლებში იკავებდა.
0
0