
“ეს ჩემი სიყვარულია, საუკეთესო მეგობარია. ეს არის ჩემი ენერგია. ელენა მიყვება სულ, როგორ უმზადებს საუზმეს ბავშვებს, როგორ ამზადებს მათ ტანსაცმელს. მე კი ვიტყოდი, რომ ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს - საუზმეს არავინ მიმზადებს, რთულ პერიოდს გავდივართ”, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ოჯახურ ურთიერთობას შეეხებოდა. ინტერვიუში უკრაინის პირველი ლედიც მონაწილეობდა.
ზელენსკი ამბობს, რომ მეუღლეს არა მხოლოდ საყვარელ ქალად, არამედ საუკეთესო მეგობრად და ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.
ინტერვიუში განიხილეს უკრაინის ომი და საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა.
"უკრაინას არ დაუწყია ეს ომი. მაგრამ უკრაინულმა საზოგადოებამ, რომელიც გაერთიანდა, აჩვენა სოლიდარობისა და წინააღმდეგობის მაგალითი. ეს გვაძლევს ძალას დილას გაღვიძებისთვის. ჩვენ ვერ გავჩერდებით, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0