“ყველა ელოდა გორდონის მიერ დაანონსებულ „სენსაციას“, მან კი თქვა, რომ საუკეთესო უკრაინელმა ჯადოქრებმა პუტინს, მედვედევს, შოიგუს, სოლოვიოვს, სკაბეევას და სიმონიანს სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს“- უკრაინული მედია დმიტრო გორდონის გადაცემას განიხილავს.
გადაცემის ნაწყვეტს აღნიშნული წარწერით უკრაინული “უნიანი“ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
-“მე მზად ვარ“- აცხადებს გორდონი.
-“მაშინ, ძვირფასო მეგობრებო, ყურადღება ეკრანზე“- პასუხობს წამყვანი, რის შემდეგაც უკრაინელი ჟურნალისტი ოფიციალურ განცხადებას აჟღერებს:
“მეგობრებო! ხელში მიჭირავს ოფიციალური განცხადება. საუკეთესო უკრაინელი ჯადოქრები და კუდიანები შეიკრიბნენ ღამით, სავსემთვარეობაზე, აირჩიეს 6 ყველაზე საზიზღარი სამხედრო დამნაშავე: პუტინი, მედვედევი, შოიგუ, სოლოვიოვი, სკაბეევა და სიმონიანი და ამ 6 ადამიანზე იქნა გაკეთებული სასიკვდილო ჯადო!
ჯადო გააკეთეს მკვდარ მიწაზე- 40 კუბოს მიწაზე; მკვდარ წყალზე- წყლით, რომლითაც 40 გარდაცვლილი განბანეს; ნაჭრებით- რომლითაც 40 გარდაცვლილს შეუკრეს ხელები; მათი ფოტოები 40-ჯერ დაჩხვლიტეს ბოშური ნემსებით და მიაკრეს 40 კუბოს." - აცხადებს გორდონი.
0
0