08/09/2025
20:56

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini ზაფხულის სეზონი, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, ბადაგონის ღვინომ “საფერავი რეზერვი” კონკურსის უმაღლესი ჯილდო - საუკეთესო ქართული წითელი ღვინის წოდება მოიპოვა.
Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის უკვე 20 წელზე მეტია წელიწადში ორჯერ ტარდება. Mundus Vini-ის საზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12 000-ზე მეტი ღვინო 40 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ღვინოები 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
ბადაგონის “საფერავი რეზერვი” დამზადებულია ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული ბადაგონის ვენახების წლის საუკეთესო მოსავლისაგან.
"მდიდარი ლალისფერი შეფერილობა. მწიფე წითელი ხილის არომატი, ტყავის და ძირტკბილას აქცენტებით. ღვინოს ახასიათებს ელეგანტური ტექსტურა, ძლიერი სხეული, ინტენსიური არომატები და ხანგრძლივი დაბოლოება. მარგალიტი, რომლიც უნდა აღმოაჩინოთ.“ - ასე ახასიათებდნენ ცნობილი სომელიეები „საფერავი რეზერვს“.
0
0