
დმანისში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიას ორი, 18 და 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა და ახლა კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები მეგობრები არიან - გუკა ადუაშვილი და ნიკა ოკმელაშვილი. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა კონტროლი დაკარგა და ამოტრიალდა.
"ორი დღეა ვტირი. ნიკა ოკმელაშვილი ჩემი ახლობელია, სოფელ ჯავახიდან. სოფელ განთიადიდან იყო ნიკა. გარდაცვლილები სახლში უკვე მიასვენეს. საშინელი ტრაგედია მოხდა. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები აღარ გვყავს. როგორ უნდა გაუძლონ მათმა ოჯახებმა ამ ტკივილს. ნიკუშა გამორჩეული ბიჭი იყო. სულ გაღიმებული შემოგეგებებოდა, ყველას უყვარდა. ავარიის მიზეზი არ ვიცი, ამბობენ, რომ გზიდან გადავარდა მანქანა და სამი ადამიანი დაშავდა. რომ მისულან ნიკუშა ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, მაგრამ მალევე დაიღუპა. გუკა ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთი ბიჭია დაშავებული, ის ახლა კლინიკაშია და ცდილობენ მის გადარჩენას. ექიმები ვერ ახერხებენ ოპერაციის ჩატარებას, სანამ მდგომარეობა არ დასტაბილურება. ღმერთმა ქნას ის მაინც გადარჩეს... საუკეთესო ბიჭები დავკარგეთ, ცხოვრებას ახლა იწყებდნენ, სწავლობდნენ და განადგურდა ოჯახები..." - ამბობს ადგილობრივი.
0
0