31/08/2023
12:44
მსოფლიო
საუდის არაბეთში სასამართლომ მამაკაცს Twitter-პოსტების გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Human Rights Watch-ი ავრცელებს.
ყოფილ პედაგოგის, 54 წლის მუჰამად ალ-ღამდის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებების სახით მხოლოდ მისი Twitter-პოსტების და YouTube-ზე აქტივობები იყო წარმოდგენილი.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, პოლიციამ ალ-ღამდი 2022 წლის 11 ივნისს, მექაში მისი ცოლ-შვილის თანდასწრებით დააკავა. 4 თვის განმავლობაში ის ქალაქ ჯედას ციხეში, სამარტოო საკანში იყო მოთავსებული და ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ეძლეოდა. მოგვიანებით ის რიადის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს.
გამოძიების კითხვები ეხებოდა მის Twitter-პოსტებსა და პოლიტიკურ პოზიციას. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ალ-ღამდის ადვოკატი არ ჰყავდა. მოჰამად ალ-ღამდის ძმა საიდ ალ-ღამდი ცნობილი ისლამური მეცნიერი და მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.
Human Rights Watch-ის ინფორმაციით, სასამართლომ ალ-ღამდის სასიკვდილო განაჩენი 10 ივლისს გამოუტანა. განაჩენში ნათქვამია, რომ ალ-ღამდი „მხარს უჭერდა ტერორისტულ იდეოლოგიას, დამყარებული ჰქონდა კომუნიკაცია ტერორისტულ დაჯგუფებასთან და აქვეყნებდა ცრუ ინფორმაციას, ტერორისტული დანაშაულის ჩადენის მიზნით“. სასამართლოს განცხადებით, ამ „დანაშაულების“ ჩადენისთვის ალ-ღამდი Twitter-სა და YouTube-ზე საკუთარ ანგარიშებს იყენებდა.
“იმედინიუსი”
0
0