06/01/2023
16:12
მსოფლიო
„ფიფამ“ საუდის არაბეთში პირველი საერთაშორისო მსაჯი ქალი დანიშნა, 1 წელიწადზე ნაკლებია რაც კონსერვატიული სამეფოს ქალთა ეროვნული ნაკრების დებიუტი შედგა.
aljazeera-ს ინფორმაციით, ანუდ ალ-ასმარის სახელი საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაშია.
„მოხარული ვარ, რომ პირველი საუდელი მსაჯი ქალი ვარ, რომელმაც საუდის არაბეთის სპორტის ისტორიაში პირველი საერთაშორისო სამკერდე ნიშანი მიიღო“, - აცხადებს ალ-ასმარი.
Saudi Gazette-ის ცნობით, ალ-ასმარიმ მსაჯის კარიერა 2018 წელს დაიწყო, როდესაც საუდის არაბეთის ქალთა ეროვნული ნაკრების მატჩების სერიაზე იმსაჯა.
პრინცი მუჰამედ ბინ სალმანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმების ფარგლებში საუდის არაბეთის ქალებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდა.
ქალთა საფეხბურთო ლიგა საუდის არაბეთში 2021 წლის ნოემბერში დაიწყო.
0
0