12/08/2023
13:11
პოლიტიკა
საუდის არაბეთმა ელექტრონული ვიზების პროგრამა 8 ქვეყნით გააფართოვა.
ნუსხას, საქართველოსთან ერთად, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, მოლდოვეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი დაემატნენ.
საუდის არაბეთის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყანაში სტუმრობის მსურველებს ვიზის მიღებაზე განცხადების შეტანა ელექტრონული ფორმით, ან სამეფოს ნებისმიერ პორტში ჩასვლისას შეეძლებათ.
საუდის არაბეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლის გამარტივებას, ელჩი ეხმაურება და გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
„ორ მეგობარ ქვეყანას საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული გამორჩეული ურთიერთობებისა და მისი გაძლიერების ფონზე და სამეფოს 2030 წლის ხედვით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისთვის, რომელიც ტურიზმის სტრატეგიას მოიცავს, სამეფოს მთავრობამ საქართველო დაამატა A კატეგორიის ქვეყნების ჯგუფში, რაც ითვალისწინებს ტურისტული ვიზის ელექტრონულად, ან სამეფოში ჩამოსვლის შემდგომ მის რომელიმე სასაზღვრო გამტარ პუნქტში მიღებას. მივესალმებით მეგობარი საქართველოს ყველა მოქალაქის ვიზიტს სამეფოში", - განაცხადა სალმან ალ ალშეიხმა.
0
0