მეცნიერების ვარაუდით, მზის სისტემის მეექვსე პლანეტის, სატურნის, რგოლები 2025 წელს გაქრება. Earth.com-ის მიხედვით, 2025 წელს, პლანეტა რეალურად არ დაკარგავს თავის რგოლებს, მაგრამ ისინი ჩვენთვის უხილავნი გახდებიან. მილიარდობით ყინულოვანი ნაწილაკებისა და მცირე კლდოვანი ფრაგმენტებისგან შემდგარი სატურნის რგოლები საუკუნეების განმავლობაში ხიბლავდა ასტრონომებს.
რგოლების გაქრობა პლანეტების განლაგებასთან არის დაკავშირებული. ეს ფენომენი იმიტომ ხდება, რომ პლანეტა 26,7 გრადუსით დახრილ ღერძზე ბრუნავს და დედამიწიდან მისი რგოლების ხილვადობის არე დროთა განმავლობაში იცვლება. როდესაც პლანეტის ღერძი განსაკუთრებულად იხრება, რგოლები ვიწრო ზოლზე განლაგდება და ჩვენი მხედველობის არიდან იმალება. თუმცა ეს ცვლილება დროებითია და ყოველ 29,5 წელიწადში ერთხელ მეორდება, როდესაც სატურნი მზის გარშემო ბრუნავს. 2025 წლის მარტის შემდეგ, რგოლები ხელახლა გამოჩნდება, მაგრამ 2025 წლის ნოემბერში, სატურნის ღერძული დახრის გამო, ისევ გაქრება. 2032 წლისთვის კი ისინი სრულად გამოჩნდება.
„ყოველ 13-15 წელიწადში ერთხელ, დედამიწიდან სატურნის რგოლების დანახვა ძალიან ძნელია, რადგან ისინი ძალიან მცირე სინათლეს გამოსცემს. რგოლები ზუსტად 2025 წლის 23 მარტს გაქრება,“ - განუცხადა CBS News-ს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა ვაჰე პერუმიანმა.
სატურნის რგოლების წარმოშობა ასტრონომებს შორის კამათის თემად რჩება. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, რგოლები განადგურებული მთვარის ან კომეტის ნარჩენებისგან, ან 4 მილიარდი წლის წინ ფორმირებული პლანეტის შემდეგ დარჩენილი მასალებით წარმოიქმნა.
0
0