როცა ვიდეოს მთლიანად არ აქვეყნებ, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სიმართლე არაა შენ მხარეს და ბევრი გაქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გუშინ მომხდარ ინციდენტს.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ყველა ის პირი უნდა გასამართლდეს, რომელიც ადამიანებზე ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ძალადობს.
„მთავარი სათავე სადაც ეს აგრესია და ძალადობრივი პროცესები იბადება არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“. სამწუხაროდ მისი განშტოებები - არასამთავრობო სექტორი ფინანსდება ევროპის განვითარების, ასევე აშშ-ის განვითარების ფონდიდან. აქედან წამოსული ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი შეძახილები იქნება თუ ფიზიკური ბულინგი, რა თქმა უნდა ბუნებრივ რეაგირებას მოახდენს საზოგადოებაში. ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთ ბულინგს ახორციელებს და თან ამაყობს, რომ ის უცხოეთიდან ფინანსდება, რა თქმა უნდა ეს სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდეს და მაშინ შეჩერდება ეს პროცესი. როცა ვიდეოს მთლიანად არ აქვეყნებ, ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სიმართლე არაა შენ მხარეს და ბევრი გაქვს დასამალი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025