
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კარგი იქნება ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ევროკავშირს მიბაძოს და საქართველოს გაწევრების 9 კრიტერიუმი შესთავაზოს ისე, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა.
შალვა პაპუშვილმა ეს განცხადება პარლამენტში, 1-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
„საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, საქართველო დღესაც ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა. მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს NATO-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრების 9 კრიტერიუმს შესთავაზებს, რომელთა შესრულებას ჩვენს ქვეყანას ისე დააახლოებს ჩრდილო-ატნალტიკურ ალიანსთან, როგორც ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025