02/12/2024
21:16
მსოფლიო
სასურველია, რომ რუსეთის ფედერაცია სამ ასოზე წავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
„რაზე უნდა წავიდეს რუსეთი? სასურველია სამ ასოზე, მართალი გითხრათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.
„სასურველია, რომ მან უბრალოდ გაიგოს, რომ ის აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი თავს ვიცავთ და ვებრძვით მტერს, ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ ეს ომი დასრულდეს 2025 წელს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბოდიში მოიხადა არადიპლომატიური ლექსიკისთვის.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიას არ აქვს ძალა, დამოუკიდებლად დააბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმი და ამ მიზეზით კიევი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ გზებს მოძებნის.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხარდაჭერა „არასაკმარისია“ და მოუწოდა ნატო-ს, რაც შეიძლება მალე მოიწვიოს კიევი ალიანსში წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე.
0
0