
გამკაცრდება ზომები სასულიერო პირებისადმი, რომლებიც საკუთარი ეპარქიის მღვდელმთავართან შეუთანხმებლად, ამერიკასა და კანადაში ხშირად ჩადიან. ამის შესახებ საუბარია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ წმინდა სინოდის განჩინების ტექსტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პრობლემაზე საუბარია მეუფე საბა ინწკირველის წერილში, რომელიც წმინდა სინოდს მიტროპოლიტმა შიომ გააცნო.
„მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდს გააცნო საქართველოს ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის მმართველის, ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) წერილი, რომელიც ეხებოდა მასთან, ანუ მმართველ მღვდელმთავართან, შეუთანხმებლად საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან სასულიერო პირების გახშირებულ ჩასვლას კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მის ეპარქიაში გარკვეული სირთულეებს ქმნის.
წმინდა სინოდმა დაადგინა:
მხედველობაში იქნეს მიღებული ეპისკოპოს საბას პოზიცია, რაც გულისხმობს ამგვარ სასულიერო პირთადმი ზომების გამკაცრებას“ - ნათქვამია განჩინებაში.
0
0