19/07/2023
19:54
საზოგადოება
სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისმა", რომლის აუზზეც გუშინ 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, სასტუმროში ყველა გასართობი და მუსიკალური აქტივობა შეაჩერა და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება სასტუმროს „ფეისბუქ" გვერდზე გავრცელა. როგორც „ოაზისში" განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი" და მისი თითოეული თანამშრომელი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ შეძრა, როგორც მოსახლეობა, ასევე სასტუმროს ადმინისტრაციის თითოეული წევრი და სტუმარი. აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიწოდებულია ვიდეო მასალა და მიმდინარეობს თვითმხილველთა გამოკითხვა. სასტუმროს ტერიტორიაზე შეჩერებულია გასართობი და მუსიკალური აქტივობები და გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ღონისძიება",- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის" აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
0
0