
"ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან" - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე აცხადებს, რომელიც "სადგურის მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე იმყოფება, სადაც შენობა ჩამოინგრა.
"შენობა არის მე-3 კატეგორიის, იქ საუბარია იმაზე, რომ შემოეღობათო, თუმცა მე-3 კატეგორია არ გულისხმობს რომ შენობა უნდა შემოღობო. თუნდაც ის წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანები არ გამოდიან სახლიდან და რას უღობავ იმათ? ახლაც კი, როცა მოსახლეობის გაყვანის ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც ისინი სასტუმროებში გადაჰყავთ, ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ეს არის უმძიმესი სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკოლოზ კახეთელიძე.
ამ დროის მონაცემებით, ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0
სენაკში ორ ადამიანს დენმა დაარტყა
14/07/2025