06/06/2023
21:12
სამართალი
ხარაგაულში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული 27 წლის მარიტა მაზიაშვილის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც მოკლული ქალის ახლობლები ჰყვებიან, როცა ისინი ქალს ეძებდნენ, ამ დროს ქმარი მისი ცხედრის მოშორებას ცდილობდა.
"მთელ ქვეყანას შევძრავდი, ფეხით ჩავიდოდი იქამდე, რომ მცოდნოდა. ქმარმა მოკლა და ხრამში გადააგდოო. 9 წელიწადი გაცილებულები იყვნენ და თუ აღარ უნდოდა, რაღას მოკლა. მამამისი შარშან, 5 დეკემბერს მოკვდა. დედამისი ემიგრაციაშია წასული. სახლი ჰქონდათ, ვალი დაედოთ და გაყიდეს. კონფლიქტზე არაფერი ვიცით. 3 წლის ჰყავდათ ბავშვი, რომ გაშორდნენ", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.
27 წლის გოგოს კლასელების თქმით, მარიტა მაზიაშვილს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
საზარელი დანაშაული თბილსში მოხდა.
ცნობისთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისში კაცმა ყოფილი ცოლი მანქანაში თოკით გაგუდა და მეორე დღეს ხევში გადააგდო.
სამართალდამცავებმა 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0