
"სასოწარკვეთილმა ანდრია ჯაღმაიძემ ნაცების მედიას უხმო?" - ამის შესახებ, ბექა ვარდოსანიძემ პატრიარქის პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადების პასუხად დაწერა.
"მის განცხადებას ჩემზე ავრცელებს ჩერგოლეიშვილის LGBT აქტივისტების გამოცემა. როდის აქეთ გიცავთ ჩერგო თქვენ და საპატრიარქოს, მამა ანდრია? ახლა გაერთიანების დროა, ხო? რაო, მამაო, გიჭირთ?... ჩერგოს მადლი გფარავდეთ. ვარდოსანიძემ გამოგიტანათ განაჩენი უკვე, ახლა ვხედავ თქვენს სასოწარკვეთილებას, მაგრამ ჯერ სად ხართ" - წერს ვარდოსანიძე Facebook-ზე.
ბექა ვარდოსანიძემ "სამარცხვინო" უწოდა საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, მატრონა მოსკოველის ხატში შეიცვალოს სტალინის გამოსახულება. მას პატრიარქის პრესმდივანმა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ განცხადება ილია მეორესთანაა შეთანხმებული.
"ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება, ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზეც ვრცელდება. ხოლო როდესაც საკითხი დაბალი რანგისაა, სამსახური თავისი სახელითაც ავრცელებს განცხადებას, და თავადაა პასუხისმგებელი, თუმცა ლოცვა-კურთხევის გარეშე არ ხდება ეს. უკანასკნელი განცხადება პატრიარქთანაა შეთანხმებული. თავად განსაჯეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი და რამდენად სანდოა ეს გზა" - დაწერა მამა ანდრიამ.
ამის შემდეგ, ბექა ვარდოსანიძემ პატრიარქის პრესმდივანს მიმართა და დაწერა, რომ "მე პრინციპული ადამიანი ვარ".
"მათ წისქვილზე რომ დაასხით წყალი, ჯობდა, ეს სამარცხვინო განცხადება არ გაგეკეთებინათ საერთოდ. ნანუქა ქაჯაიას და ტვ წიოკის (მადლი) გფარავდეთ აწი, ჩემი დახმარების და დაცვის იმედი ნუ გექნებათ აწი. სულ არ მაინტერესებს მე ქოცებთან როგორ ლობი გექნებათ და მათ LGBT აქტივისტების ტელევიზიაში ირბინეთ, ბევრს მოიგებთ კიდევ" - დაწერა ვარდოსანიძემ და აღნიშნა, რომ "რელიგიურ და კულტურულ ომში კაპიტულაციას არ მოიწონებს ხალხი".
საქართველოს საპატრიარქომ დღეს, 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.
0
0