
მისი თქმით, არაანგაჟირებული ექსპერტები, ანალიტიკოსები და მიმომხილველები საკუთარი ქვეყნის შეფასებისას, საერთაშორისო რეიტინგებს/ანგარიშებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა პარტიულ-სექტანტურ „მესიჯბოქსს“.
„სასოწარკვეთილი ნაცმარგინალების გზავნილი, რომ საქართველო „საერთაშორისო რადარებიდან გაქრა“, „სანქციებს გვიწესებენ“ და „ჩამოვიშალეთ“, კვლავაც მითების ტოპ სიაშია, რეალობა კი ამგვარია: წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრი „დემოკრატიის ვარიაციები“ (ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს): დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია. საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს პარამეტრები შემდეგში - Freedom from torture (თავისუფლება წამებისგან); Freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება). საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება ელექტორალური (არჩევითი) დემოკრატიის ქვეყნებს.
Carnegie Endowment: აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დემოკრატიის სამიტზე (9-10 დეკემბერი) მიწვეული ქვეყნების ჩამონათვალში „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის არის საქართველო. ამასთან, საქართველო დასახელებულია მოწინავე დემოკრატიზებად ქვეყნებს შორის პროექტ „დემოკრატიის სახეობების“ (V-Dem) მიხედვით. ცნობისათვის, ბაიდენის სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის 72 „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად არის შეფასებული, 31 – „ნაწილობრივ თავისუფალ“, ხოლო სამი ქვეყანა – „არათავისუფალ“ სახელმწიფოდ ფასდება. წესისამებრ, არაანგაჟირებული ექსპერტები, ანალიტიკოსები და მიმომხილველები საკუთარი ქვეყნის შეფასებისას, საერთაშორისო რეიტინგებს/ანგარიშებს უნდა ეყრდნობოდნენ და არა პარტიულ-სექტანტურ „მესიჯბოქსს“, - წერს გია აბაშიძე.
0
0