
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ისთვის მზადებას ფელბერტში განაგრძობს.
ვარჯიშის დაწყებამდე, მოახლოებული ტურნირის შესახებ კომენტარი ეროვნული გუნდის წევრმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა.
„უკვე რამდენიმე დღეა, რაც გერმანიაში ვართ. გუნდში მშვენიერი განწყობაა, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა.
რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე პირველი, ისტორიული თამაში გველის. ვემზადებით, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ. ვეთამაშებით ძალიან ძლიერ მეტოქეს და გაცნობიერებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. სასიხარულოა, რომ მატჩზე მრავლად იქნებიან ქართველი გულშემატკივრები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის და მსოფლიოს ქალაქებიდან.
ძალიან კომფორტულ გარემოში ვემზადებით. ყველაფერია იმისთვის, რომ მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ კონკრეტულ თამაშებს“, - განაცხადა კაკაბაძემ.
0
0