
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელით “ნაცმოძრაობის” წევრს მურმან დუმბაძეს სოციალური ქსელით პასუხობს და აცხადებს, რომ "სანდრო გირგვლიანის თემა საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ჭრილშია განსახილველი? ვინ იყო მტყუანი, მაგაზეა საუბარი, თუ შსს-ს ნაღალჩინოსნების მხრიდან ჯგუფურად კანონის დარღვევაზე?! სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებიათო. სასიკვდილოთ სცემეს და მიატოვეს", წერს ამირან სალუქვაძე.
"არ ვწერ ხოლმე გააზიარეთ მეთქი, მაგრამ ეს ვიდეო მართლა მაქშიმალურად უნდა გაზიარდეს და ნახოს მთელმა საქართველომ.
იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ზოგადად საჯარო პირებს აქვთ თმენის ვალდებულება, ხოლო პოლიციელს იქეთ ევალება კანონის დაცვა. აქ კი საუბარია ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე.
სასიკვდილო ჭრილობა არ მიუყენებიათო. სასიკვდილოთ სცემეს და მიატოვეს. ამას აღარ სჭირდება ახსნა. მურუსიძეს იშველიებს. მურუსიძეს თავისი ყოფნის. რაც წაიკითხა ამან, ექსპერტიზის დასკვნაა. არც იმის გახსენება სურს, რომ ამ სასამართლოსთვის ლამის ერთ დღეში კანონმდებლობა შეცვალეს.
ცალკე თემაა რაც სააკაშვილმა გააკეთა და რაშიც სტრასბურგმა გაამტყუნა.
ამათ ხელში კიდევ იტყვის ვინმე წარსულზე რატომ საუბრობთ, რაღა დროს 9 წელიაო? სანამ ესენი ცდილობენ მათი ისტორიის გათეთრებას, სანამ გარედან იღებენ მხარდაჭერას, სანამ ილტვიან რევანშისკენ და იმუქრებიან (აგერ ჟურნალისტებს ღიად დაემუქრნენ), სანამ ამომრჩეველი არ გაუნულდებათ, მანამდე იქნება წარსულის გახსენება" დაწერა ამირან სალუქვაძემ სოციალურ ქსელში, რომემაც მურმან დუმბაძის გუშინდელი განცხადებები გააზიარა.
0
0