28/03/2022
16:43
სამართალი
კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“,
მოსამართლის თქმით, ბრალდებულისთვის გარკვეული მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობის მიცემა არ ნიშნავს, რომ მან მოწოდებები აკეთოს.
„სასამართლო სხდომის დარბაზი არის სასამართლო სხდომის დარბაზი. თუ ვაკეთებთ იმას, რომ ვაძლევთ პიროვნებას საშუალებას, გამოთქვას გარკვეული მოსაზრებები საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ გადაიზარდოს მოწოდებებში, დამხობისკენ მოწოდება იქნება, თუ რაც იქნება, თუ გინდათ ქუჩაში გამოსვლისკენ. და სასამართლოს ეძახოს, რომ არის ისეთი და ასეთი. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველანი მოვდვართ 90-იანი წლებიდან, გამოვიარეთ ყველაფერი, 1993 წელიც, 2008 წელიც და ბევრ ჩვენგანს, ოჯახის წევრებსაც მონაწილეობა მიუღიათ ამ ყველაფერში. არავის ნაკლებად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. პიროვნულად ყველამ უნდა ვცეთ პატივის იმას, რა რასაც ვაკეთებთ, რა საქმინობასაც ვახოეციელებთ. თუ მსგავსი მოწოდებები კვლავ იქნება სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს მოუწევს კიდევ ერთხელ იმის განმარტება, რომ აქ ამის გულისთვის არ უნდა ვიაროთ“, – განაცხადა მოსამართლემ.
0
0