18/12/2024
21:06
პოლიტიკა
მთელი გუშინდელი დღე ევროპარლამენტში ვიყავი და ერთი ჩხუბი არ მომხდარა, ერთი არავის მოუღერებია მუშტი კოლეგისთვის, შეგინება რაა და ესეც დაამადლეს ერთმანეთს, სულ "სერ" და "მადამ"-ებით ესაუბრებიან, "წამლად" ერთი ჩხუბიც არ ყოფილა!- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საშინლად მოსაწყენი იყო ეს ევროპარლამენტი.
ჯერ, მთელი გუშინდელი დღე ევროპარლამენტში ვიყავი და ერთი ჩხუბი არ მომხდარა, ერთი არავის მოუღებელია მუშტი კოლეგისთვის, შეგინება რაა და ესეც დაამადლეს ერთმანეთს, სულ "სერ" და "მადამ"-ებით ესაუბრებიან, "წამლად" ერთი ჩხუბიც არ ყოფილა!
მერე, გავიხედე და რას ისმენს ჩემი ყურები.
ყველა ქვეყნის დეპუტატი თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს! გესმით ხალხო, ასე ართმევენ იდენტობას და ღირსებას - გერმანელი - გერმანულად საუბრობს, ფრანგი - ფრანგულად, ესტონელი - ესტონურად და ა.შ. მოკლედ ვისაც როგორ უნდა. თარჯიმანი- თარგმნის.
შინაარსი აღარ მკითხოთ - ფუნდამენტური ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური თემები განიხილება და ყველა იმას გაიძახის - მის ქვეყანას და მის ამომრჩეველს რა უკეთ მოემსახურება.
ძალიან დაკავებული კვირა იყო, ყველა დაძაბული, მაგრამ თან ძალიან უხაროდათ, რომ შობა ახლოვდება და ყველა ემზადება ოჯახთან ამ დღეების გასატარებლად, ზოგს საკუთარ ოჯახში მიეჩქარება კვირის ბოლოს და ზოგს - მშობლების სახლში დიდ ოჯახურ შეკრებებზე, ოჯახთან ერთად აღნიშნავენ შობას, ხალხო, წარმოგიდგენიათ?! რას იფიქრებდი ევროპელებზე ამას!
ჰო, პარლამენტარებს პერსონალური მანქანები არ ჰყავთ, პარლამენტს ჰყავს საერთო ავტოპარკი და ის უნდა დაჯავშნო წინასწარ.
ჩემს გამოსვლას და სხვა ამბებს მოგვიანებით დაგაწევთ.
ვბრუნდები სამშობლოში“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.
0
0
19 დეკემბერი ნიკოლოზობაა
18/12/2024