-share.jpg)
ტორნადო სამცხე=ჯავახეთში, სტიქიამ სოფელი ვაჩიანი ყველაზე მეტად დააზარალა.
როგორ იხსენებენ ვაჩიანელები ტორნადოს:
“დაიწყო ძლიერი ქარი, ქარიშხალი. ქარის სიძლიერე ისეთი იყო, რომ კინაღამ ყველა აგვიწია, კადრებიც გვაქვს, ვიდეო გადავიღეთ”, – ამბობენ სოფელში.
მოსახლეობა სტიქიის დღეს იხსენებს:
„ეს ყველაფერი ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სახურავები ჩამოაგდო და ჰაერში ნატეხები აიტაცა, ჯერ ძლიერი ქარი იყო, შემდეგ ქარი სხვა მიმართულებით წავიდა, წვიმა და სეტყვა დაიწყო, სადღაც 20 სახლი. ვითომ ქარი ცოტა იყო, სეტყვამაც მთელი მოსავალი გაგვიფუჭა. არის სახლები, რომელთა სახურავები ქარმა მთლიანად გადახადა“, – ამბობს ვაჩიანის მაცხოვრებელი.
თავიდან ხალხს ეგონა, რომ ხანძარი იყო, რადგან ტორნადომ ჰაერში სხვადასხვა ნივთებით მტვერი დააყენა და ძლიერი კვამლის შთაბეჭდილება დატოვა.
„გასვენებაზე ვიყავით, ხანძრის მსგავს რაღაცას დავინახეთ, რაც უფრო ვუახლოვდით სხვა რაღაცას ვიმსგავსეთ. უფრო ახლოს მიდიოდა, თან სახურავები მიჰქონდა. გარშემო რაც იყო, ყველაფერი წაიღო. დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა. უფრო უარესი იყო, როცა სეტყვა დაიწყო. ხალხის რემონტი წვიმამ და სეტყვამ გააფუჭა. მოსავალზე კი აღარაფერს ვამბობთ. სეტყვამ კიდევ უფრო დიდხანს გასტანა“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი მოსახლე.
ვაჩიანის მცხოვრებლები 2 დღის წინ მომხდარ სტიქიას საშინელებათა ფილმს ადარებენ:
„ქარი კი არა, ტორნადო იყო, როგორც ფილმებში. დღემდე მსგავსი არაფერი გვინახავს. ადამიანური მსხვერპლი არ გვყავს, მაგრამ სოფლეში სახლების სახურავები ჩამოინგრა. 20-ზე მეტი სახლი დაზიანდა. ახალქალაქის მერიას დავუკავშირდით, ზარალის შესაფასებლად უნდა მოვიდნენ. უკვე მოდიან“, – თქვა სოფელ ვაჩიანის მერის წარმომადგენელმა.
„ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვხედავთ, რომ ზარალი მძიმეა. კარგია, რომ არ გვყავს ადამიანური მსხვერპლი. ვიმუშავებთ. ვნახოთ რა იქნება. რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, 20 სახლი დაზარალდა, 7-მა სახლმა განიცადა ძლიერი ზარალი, დანარჩენი ნაწილობრივ დაზიანდა. სამწუხაროდ, 100%-იანი კომპენსაციის შესაძლებლობა არ გვაქვს, დავეხმარებით რითაც შეგვიძლია”,- თქვა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
რაც შეეხება მოსავლის ზარალს, ამის ტაობაზე სპეციალური კომისია იმუშავებს.
წყარო: jnews.ge
0
0