18/04/2023
12:59
პოლიტიკა
სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა შესაძლოა, დღეს არ ჩატარდეს. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კენჭისყრა ხვალ ჩატარდება.
„ოპოზიციას მობილიზაციის პრობლემა თუ აქვს, ეს არავის პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია იქმნება პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტად სასამართლო ხელისუფლებაში. ალბათ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან მცდელობა იქნება იმის, რომ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეხება, მაქსიმალურად დააზიანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ის პროპაგანდა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ გაშლილი სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისთვის, აღმოჩნდება, რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომლის უკან არანაირი ფაქტები არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0