10/12/2024
11:29
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს, ამასთან სასამართლოს თავდებში მყოფ პოლიტიკოსების სიასაც შესთავაზებს.
ადვოკატ მარიამ მაძღარაშვილის თქმით, ახობაძეს 3 გრ ნარკოტიკი - „ალფა პევეპე“ „ჩაუდეს“.
ამასთან, ადვოკატის თქით, საქმეზე ვიდეოჩანაწერი არ არსებობს, მათ შორის სამართალდამცავების სამხრე კამერებიც ჩართული არ იყო.
გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0