22/11/2024
15:35
სამართალი
მიიღებს თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტისა და ოპოზიციის სარჩელებს - ეს ჯერჯერობით უცნობია. ორივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ერთიანდება, უკვე რეგისტრირებულია.
როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება წარმოებაში მიღებაზე, ეს ცნობილი გახდება მომდევნო დღეებში. ჯერჯერობით დოკუმენტაციის დამუშავების პროცესი მიდის. ამის შემდეგ მომხსენებელმა მოსამართლემ პროექტი უნდა წარადგინოს.
პრეზიდენტი საყოველთაო საარჩევნო პრინციპსა და ფარულობაზე დაობს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე მანანა კობახიძე აცხადებს, რომ სასამართლომ ორივე სარჩელი დაარეგისტრირა.
"სასამართლოში ამ ეტაპისთვის ორივე სარჩელი დარეგისტრირებულია. გუშინ, მოხდა დეპუტატების სარჩელის მიღებაც, სასამართლო შემადგენლობა მუშაობს. რაც შეეხება წარმოებაში მიღებას, ეს საკითხი არ არის ჯერ გადაწყვეტილი და ზუსტ თარიღს სასამართლო ვერ ასახელებს. დასამუშავებელია სარჩელები და მთელი რიგი დოკუმენტები", - აცხადებს კობახიძე.
0
0