19/04/2023
18:33
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩაგდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას საგამოძიებო კომისია რაში ესაჭიროება, როცა ჯერ საკუთარ პარტიაში შეუძლიათ გამოიძიონ როგორ ჩაიდეს სასამართლო სისტემა ჯიბეში.
სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი, მისი მოადგილეები, გენპროკურორი, შსს მინისტრები და მათი მოადგილეები, ყველანი ცოცხლები არიან. შეიკრიბონ საკუთარ ოფისში და გამოიძიონ როგორ, რა მეთოდებით, რა მიზნით ახდენდნენ სასამართლოზე ზეწოლას. ჩამოწერონ გვარები, ფაქტები, საქმეები...
მაგალითად, გირგვლიანის საქმეზე შეუძლიათ გამოიძიონ ვისი იდეა იყო საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რათა სხვაგვარი განაჩენი ვერ დამდგარიყო, როგორ გაიტანეს საკანონმდებლო ცვლილება, ვინ მისცა ხმა და ა.შ.
ნაცმოძრაობის ლიდერებს, ექს-ჩინოვნიკებს მოაყოლეთ მაშინდელ სასამართლოსთან მათი ურთიერთობების მთელი ანატომია. რთულია, თუ რეალურად რაიმე სასიკეთოს გაკეთების სურვილი გაქვთ?ასევე გამოიძიეთ ვინ, ვისი დავალებით და რატომ ითხოვდა 2013 წელს მოსამართლეთა ძველი შემადგენლობის დატოვებას.
ანუ, თუ მართლა რაიმეს გამოძიება გსურთ, ამისათვის არც პარლამენტის შენობა გჭირდებათ, არც მოსამართლეები, არც კომისია. ჯერ საკუთარ წიაღში გამოიძიეთ.
ეს რომ გააკეთოთ, მაშინ საკუთარ თავს უნდა გამოუტანოთ პოლიტიკური განაჩენი. შესაბამისად საკუთარი წარსულის წინააღმდეგ არც კომისიაში წახვალთ.
თქვენი ლიდერი ამბობს, თქვენც ასე ფიქრობთ, რა დროს გირგვლიანიაო, ხომ ასეა? მაშინ სასამართლოს რა მორალით ეხებით?
მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კეზერაშვილის მიერ კორუფციული გზით ნაშოვნი მილიონებით ანტი-კორუფციული მოძრაობა დააფინანსოთ. თქვენი მხრიდან სასამართლოს წიაღში ქექვა იგივეა, რაც კეზერაშვილის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
აი ამ მოსაზრებებს ვეყრდნობოდი, როცა დავწერე 2-3 დღის წინ, რომ კომისია თქვენ გჭირდებათ კლოუნადისთვის, სასამართლო სისტემის და პოლიტიკური პროცესის დასაზიანებლად.
რა თქმა უნდა სასამართლოს ირგვლივ აჟიოტაჟი არის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი.
ესაა რეალობა, თორემ სასამართლო სისტემის კონკრეტული პერსონები ღრუბლებზე მახატია. ჯერ პოლიტიკური დამკვეთებიდან დაიწყეთ, ანუ საკუთარი თავიდან." - წერს სალუქვაძე.
0
0