16/04/2025
20:44

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა.
ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს.
"თქვეს, რომ "არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული", რაზეც ავუხსენი, მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც დაბარებაზე შეტყობინება მომივიდა და ჩამოვედი, ეს ერთი. მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის და მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არცერთხელ არ ვაპირებ მისვლას - მეთქი. სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025