
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გამაჯანსაღებელი აქტივობები, აიფონი ბოკუჩავასთვის, მზარეულის მომსახურება და ა.შ., - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლუსტრაციაა. ამასთან, ექსპერტით თქმით, სააკაშვილის მხარემ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი წონადი ფაქტიც ვერ წარადგინა მაშინ, როცა პროკურატურამ არაერთი მტკიცებულება წარუდგინა სასამართლოს.
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს სააკაშვილის სახით ავაზაკი მართავდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები გაფლანგა, თანხები დაიხარჯა ისეთ პროცედურებში როგორიცაა გამაჯანსაღებელი აქტივობები, აიფონი ბოკუჩავასთვის, მზარეულის მომსახურება და ა.შ.
დღეს საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მასთან ერთად ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაცია არის, რომელთა მართვის პერიოდში, დანაშაულს, სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ა.შ. სისტემური ხასიათი ჰქონდა. ბრალდების მხარემ პროცესზე სააკაშვილის ბრალეულობის დამამტკიცებელი, არაერთი მტკიცებულება წარადგინა, სააკაშვილის მხარემ კი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ერთი წონადი ფაქტიც ვერ წარადგინა.
ფაქტების და საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია." - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.
0
0
მარკ რუტე დონალდ ტრამპს შეხვდება
12/03/2025