
თბილისის საქალაქო სასამართლომ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის არის ბრალდებული, პატიმრობაში დატოვა.
კერძოდ, სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობა ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ხოშტარიას ამ საქმეზე 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც დადგენილ ვადაში, მისივე პოზიციიდან გამომდინარე არ გადაიხადა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, გირაოს თანხა არ არის გადახდილი, შესაბამისად, დადგა მოცემულობა, რომ აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩეს.
რაც შეეხება თავად ბრალდებულ ელენე ხოშტარიას, ის მისი ბრალდების საქმეზე პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ბრალდებულის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი განცხადება, სადაც განმარტავადა, რატომ არ ესწრება პროცესს.
“3 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე წასვლას არ ვგეგმავ, რადგან არ ვაპირებ მიტაცებულ სასამართლოში ვიარო”, - წერს ხოშტარია განცხადებაში.
1
0