
„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე მას ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სხდომას ჯაფარიძე არ დასწრებია.
ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდა, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამასთან, დღეს გამოცხადდა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განაჩენიც. ხაზარაძესაც სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
0
0
ირანმა კატარსა და ერაყში რაკეტები გაუშვა
23/06/2025