საქართველოში არის უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ის [მურუსიძე] ადამიანიც კი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს. რადგან 10 წელიწადი მურუსიძე და ჩინჩალაძე ნეგატიურ კონტექსტში ატრიალეთ და კლანი იძახეთ ამ ორ გვართან ერთად, ამის ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცევი, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვას - არის თუ არა ლევან მურუსიძე კეთილსინდისიერი მოსამართლე მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კლანის წევრად არის აღიარებული.
„სიტყვა „კლანი“ არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა, ამიტომ ცოტა რთულია დინჯად და რაფინირებულად პასუხის გაცემა. აქ ემოციაც მოდის ხოლმე. უკვე 10 წელია სიტყვა „კლანს“ ამკვიდრებთ, „კლანის წევრიაო“ და ამით განსაზღვრავთ მოსამართლეების კეთილსინდისიერებას. ეს არის უხეში ჩარევა. არასამთავრობო სექტორი ამბობსო და თქვენც იმეორებთ. საქართველოში არის უამრავი კეთილსინდისიერი მოსამართლე. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ის [მურუსიძე] ადამიანიც კი კეთილსინდისიერად ემსახურება თავის საქმეს. რადგან 10 წელიწადი მურუსიძე და ჩინჩალაძე ნეგატიურ კონტექსტში ატრიალეთ და კლანი იძახეთ ამ ორ გვართან ერთად, ამის ზეგავლენის ქვეშ არ მოვექცევი. ჩემთვის ეს გამომრიცხველი ფაქტორი არ არის, რომ ეს ადამიანები კეთილსინდისიერად ემსახურებიან თავის საქმეს. თქვენი დალაგებული შავი პიარი ჩემთვის განმსაზღვრელი არ არის. სამწუხაროდ ეს ვიღაცების გონებაში ჩაჯდა - „კოდალას პიარის“ ეფექტს რომ ეძახით თქვენივე ნიუსრუმებში. „ნაციონალური მოძრაობის“ დავალების მიმცემები „კოდალას ეფექტს“ ეძახიან იმას, რომ ათიათასჯერ გაუმეორე, ტყუილია, თუ მართალი - მნიშვნელობა არ აქვს, უნდა უთხრა, რომ არის კლანიო. კლანი რამდენჯერ გვაქვს ალბათ მოსმენილი თქვენგან, ტვინი არის გადაბინძურებული. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ „კლანზე“ მითითება გქონდეთ, ასე ამბობს არასამთავრობო სექტორი, თორემ მე როგორ ვიკადრებდიო. როცა ასეთ ბნელ სტერეოტიპებს ნერგავთ თქვენი ტელევიზიით, „ნაცმოძრაობის“ ეგიდით და შემდეგ, აქედან გამომდინარე მისვამთ კითხვებს, დიახ, ეს არის სწორედ ის ჩარევა და შემდეგ ამ ჩარევის გაგრძელება, ვეტინგის სისტემის შემოღების მხარდაჭერა იმისათვის კი არა, რომ ვიღაცამ მართლა შეამოწმოს კეთილსინდისიერება. „ნაცებს“ რაის ვინმეს კეთილსინდისიერება აინტერესებთ. მათ აინტერესებთ ბერკეტი, რომ სასამართლოში შეაღწიოს ვინმე სხვამ და არა ის, რომ სასამართლო დამოუკიდებლად იმართოს.
ჩვენ სასამართლოს მივეცით, დავარქვათ ასე - თვითგამორკვევის საშუალება და სასამართლო თავის თავს მართავს. საერთოდ არ უჯერებენ არავის, არც „ქართულ ოცნებას“ და არც არავის. როცა უნდათ იკრიბებიან, რა განცხადებასაც უნდა იმას აკეთებენ და რა გადაწყვეტილებაც სწორად მიაჩნიათ, იმას იღებენ. ეს არის უპრეცედენტო მიღწევა. ჩვენ ისე კი არ ჩავერიეთ 2003 წელს რომ მოვარდნენ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] და თავები დააჭრეს - გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა, ეს იყო ვეტინგის კლასიკური მაგალითი ადეიშვილის ჩატარებული და იგივე ადეიშვილი ატარებს ვეტინგებს სადღაც. ადეიშვილის ჩატარებული ვეტინგი რომ არის თქვენთვის [„ფორმულას“ მიმართავს] მისაღები და მიუღებელი [სასამართლოს] დამოუკიდებლობა, აქ ვართ წინააღმდეგობაში და აქ გვახსენდება სუვერენიტეტიც, სასამართლოს დამოუკიდებლობაც და ის უპირატესი გარანტიაც, რომ სასამართლოს საქმიანობაში არავინ ჩაერიოს რაც არ უნდა საშუალება ჰქონდეთ, რომ სადღაც რაღაც განცხადებები დაალაგონ ჩვენს მეგობრებთან“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ ამის შემოწმებას არ აპირებენ, წინასწარ გამოიტანეს განაჩენი, ქმნიან ნოყიერ ნიადაგს მოსამართლეთა გასაყრელად, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
0
0