
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ანალიტიკოსი დევიდ კრამერი საქართველოს ხელისუფლებას უთვლიან, რომ თუ ევროკავშირში გაწევრიანება ჯერ კიდევ სურს, მაშინ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემა უნდა მოგვარდეს.
კრამერი ამბობს, რომ თუკი "ოცნება" შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, მაშინ კანდიდატის სტატუსისგან წინ ვერ წაიწევენ.
,,სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემა უნდა მოგვარდეს. ეს არის საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესის ნაწილი. ქართველი ხალხი დაინტერესებულია ევროკავშირში გაწევრიანებით და მზად არის, განახორციელოს საჭირო რეფორმები. ახლა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა კვლავ მოწოდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ისინი კანდიდატის სტატუსისგან წინ ვერ წაიწევენ, თუკი შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამენ", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.
0
0