15/03/2023
22:31
პოლიტიკა
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მისი და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, „ნაცმოძრაობა“ არ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა.
„ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი ამ ქვეყანაში ვერაფერს გაამწვავებენ თუ ამ აქციაზე იქნებიან მომწოდებლები. ისე, სხვა პარტიის გეგმების განხილვა, რომელიც სცენაზეც ვერ დგება და სიტყვითაც ვერ მიმართავს ხალხს ჩვენი ამოცანა რატომ უნდა იყოს? ჩემი რა თავში სახლელია ხაბეიშვილის აქციები? სააკაშვილი ჰყავთ გამოსახსნელი და გამოიხსნას, ამ მანდატით აირჩიონ. ჩემი ამოცანაა, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა. ის უსაქციელობა, რასაც მთავარი ოპოზიციური ძალისგან ვხედავთ აღარ იყოს წამყვანი. სულ თუ მაგათზე ვილაპარაკებთ, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს ბედი წყდება, მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება „ნაცმოძრაობა“ და ეს აწყობს ბიძინა ივანიშვილსაც, ეს მისი გამარჯვების ბილეთია. სასაცილოა ხაბეს აქციები 9 აპრილს“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა.
ხაბეიშვილმა 9 აპრილს პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა და ხელისუფლებას დრო აღნიშნულ თარიღამდე მისცა.
0
0