23/08/2023
08:54
მსოფლიო
საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადება უკრაინის შესახებ მიუღებელია როგორც ფორმით, ასევე შინაარსით.
16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ "ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება". ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინა “ნეიტრალური” უნდა იყოს.
"ჩემთვის არც ისე იოლია საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება. პატივს ვცემ მის სტატუსს. წავიკითხე მისი წიგნები, რომლებიც მაძლევს საშუალებას უკეთ გავიგო მისი აზროვნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები როგორც ფორმით, ასევე შინაარსით მიუღებელია", - აღნიშნა ვადიმ ომელჩენკომ.
უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ "საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ქმედებების შედეგად საქართველომ ტერიტორიის 30% დაკარგა".
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024