04/04/2023
16:11
პოლიტიკა
სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. ექიმები ამბობენ, რომ წინა ვიზიტთან შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია. სააკაშვილმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი, გადაადგილება კი მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო.
სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია - ნათქვამია დასკვნაში. ექიმები აღნიშნავენ, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება.
მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.
კონსილიუმს შეფასებული აქვს სააკაშვილის მდგომარეობა 2 აპრილის მონაცემებით და დასკვნაში წერია, რომ კონსილიუმის ბოლო ვიზიტთან შედარებით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
გარდაა ამისა, დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სააკაშვილი ამავე დროულად განიცდის წნევების ვარდნას. დასკვნაში საუბარი არის რისკებზე და პროგნოზებზეც, სადაც წერია, სააკაშვილის ზედამხედველის გარეშე გადაადგილება არის რისკის შემცველი.
0
0