სოფელ სარფთან, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე, კლდე ჩამოიშალა. ამ დროისთვის [17:40 სთ] უზარმაზარი ლოდები ისევ მაგისტრალზეა. შესაბამისად, მოძრაობაც ჩაკეტილია.
როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ აცნობა, გზაზე მეწყერიც ჩამოწვა და კლდე ჩამოიშალა:
„სარფში გვინდოდა ჩასვლა და იძულებული გავხდით უკან მოვბრუნებულიყავით. როგორც გვითხრეს, გზის გასაწმენდად შესაბამისი სამსახურები გამოძახებულია“.
ხელვაჩაურის მერის სარფის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მაგისტრალიდან ლოდების გასატანად კი შესაბამის სამსახურებს ელოდებიან.
„ბათუმელებმა“ დეტალების დაზუსტება შს სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სცადა. უწყებაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ინფორმაციას აზუსტებენ.
ინფორმაციას და ფოტო/ვიდეო მასალას “ბათუმელები” ავრცელებენ.
0
0