
"სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ბევრი ათეული წლით გაუხანგრძლივებს თბილისს სიცოცხლეს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ნიკო კახეთელიძე წერს:
"ქალაქის განვითარება რთული პრობლემების მოხსნის პროცესია. ათწლეულების განმავლობაში სრულიად უყურადღებოდ (ხშირად შემოსავლების არქონის გამო) მიტოვებული ქალაქის მეურნეობა ნადგურდებოდა. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ადამიანების მსხვერპლიც, რაც არაერთხელ მომხდარა ამ ქალაქში.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ბევრი ათეული წლით გაუხანგრძლივებს ამ ქალაქს სიცოცხლეს.
თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ სრულიად სხვა მიდგომებია უკვე რეაბილიტირებული არეალების მიმართ, შეიძლება ითქვას რომ პრობლემები იხსნება.
ამ პროცესს თან ახლავს ბევრი ტექნიკური(საინჟინრო) ნიუანსი, რომელიც შესაძლოა მოქალაქემ არ იცოდეს და მოექცეს რომელიმე პოლიტიკური "დაჯგუფების" ცრუ, ზერელე და ხშირად უტვინო გამონათქვამების გავლენის ქვეშ", წერს ნიკო კახეთელიძე.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026