უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესაში მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ყოფნისას რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშისას არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ზელენსკიმ ეს განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მისი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
მანამდე ბერძნულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა იმ ადგილის სიახლოვეს ჩამოვარდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა. ბერძენი ჟურნალისტების ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი რაკეტის დაცემის ადგილიდან 150 მეტრში იმყოფებოდა.
ოდესაზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყება რუსული მედიაც.
ცნობისთვის, ოდესაში აფეთქება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის მოლაპარაკებებამდე მოხდა. რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო თავდასხმის საფრთხე.
0
0