რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს. ბოლო ცნობებით, დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8-ს აღწევს.
„მტერმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ოდესაზე. წინასწარი ინფორმაციით, რუსული შეტევის შედეგად 8 ადამიანია დაჭრილი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აცხადებს ოლეგ კიპერი.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეტევის შედეგად რაკეტა მოხვდა ეროვნული უნივერსიტეტის „ოდესის სამართლის აკადემიის“ სტუდენტთა სასახლეს.
ოდესის მერის, გენადი ტრუხანოვის თქმით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ადამიანებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ დაიღუპა 2 ადამიანი. ხოლო დაშავებულთა შორის, 12 წლის ბიჭია.
0
0
8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
06/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 მაისიდან
06/05/2026