
"სარაკეტო დარტყმის შესახებ" კრემლმა ბორის ჯონსონი ტყუილში დაადანაშაულა.
როგორც პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც ჯონსონმა თქვა, არ იყო სიმართლე, ან "უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ, ტყუილია".
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა, რომ კიევში ვიზიტისას მან გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა დამღუპველი იქნებოდა და რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციები უფრო გამკაცრდებოდა, თუ ის ამ გეგმას მაინც შეასრულებდა.
„რუსეთის ლიდერს განვუმარტე, რომ ესკალაცია მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას გაზრდიდა უკრაინის მიმართ, რაც ნიშნავს ნატო-ს ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე. მან თქვა:
"ბორის, თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა არ აპირებს ნატო-ში გაწევრიანებას უახლოეს მომავალში. [...] - რა ნიშნავს მალე?" და მე ვუთხარი - "დიახ, ის არ აპირებს ნატო-ში შესვლას უახლოეს მომავალში. თქვენ ეს ისედაც მშვენივრად იცით.“ ერთ მომენტში, პუტინი დამემუქრა: „ბორის, არ მინდა, ზიანი მოგაყენო, მაგრამ დიდ ბრიტანეთზე რაკეტით დარტყმას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა,“ - აღნიშნა ჯონსონმა.
BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს მოგვიანებით გავა ეთერში.
0
0